წერილი თოვლის ბაბუს

მეგონა რომ გავიზარდე . დღეს  კი ისეთი სიამოვნება მივიღე ამ წერილის წერისას ვეჭვობ  პიტერ პენობა მინდა :)  ბავშვურად მეჯერა რომ თოვლის ბაბუ არსებობს  მართლა წაიკითხავს ამ წერილს და რასაც დავწერ ამისრულებსთქო :)

ყველაფერი კი ასე დაიწყო.  ტასომ რომელიც  რამდენიმე თვეა რაც ბლოგ სამყაროს შემოუერთდა  . მთხოვა დამეწერა  წერილი რომლებსაც შეაგროვებდა და თოვლის ბაბუას გაუგზავნიდა . ერთგვარი ტეგ თამაშია საკმაოდ სახალისო და გირჩევთ თქვენც გააკეთოთ.  დამატებითი ინფორმაციას  ტასოს ბლოგზე  იხილავთ. პირადად მე ძალიან მომწონს ეს ბლოგი. დადებითი ენერგია მოდის და მიზიდავს . წარმატებებს ვუსურვებ ტასოს ბლოგ სამყაროში.

ეს კი ჩემი წერილი გახლავთ . თოვლის ბაბუსთან რომ უნდა გავგზავნო ლაპლანდიაში :)
(გაადიდეთ სურათი)


დროის საიდუმლოება






ადამიანს უხსოვარი დროიდან აწუხებდა კითხვები დროსთან მიმართებაში. თუ რა არის დრო? რა კანონზომიერებას ექვემდებარება ის? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა? მატერიალურია იგი თუ ირეალური? როდის გაჩნდა ?არის თუ არა სასრული და ა.შ

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. იგი აკვირდებოდა დღე-ღამის ,მთვარის ფაზების,წელიწადის დროების ცვალებადობას. ამჩნევდა გარკვეულ კანონზომიერებებს.  რის შედეგად  მან   დროის ხანგრძლივი შუალედის საზომ ერთეულად   მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო-წელიწადი შემოიღო, რომელთანაც დაკავშირებულია სეზონური ცვალებადობის ციკლი.

ადამიანმა  შეიმუშავა ერთგვარი უნივერსალური მოდელი. - კალენდარი .სადაც გაწერილი იყო დედამიწის დროითი კანონზომიერებები. სხვადასხვა ცივილიზაციებში ეს მეტ ნაკლები სიზუსტით იქნა მიღწეული.




მსოფლიო  ცივილიზაციების ისტორიას რამდენიმე ტიპის კალენდარი ახსოვს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ზუსტად გაწერილი მაიას ტომის კალენდარი გახლავთ.

მაიას ტომს ორი ტიპის კალენდარი ქონდა რიტუალური ეგრედ წოდებული  Tzdkin  და ყოველდღიური Haab.

რიტუალური კალენდარის წელიწადი   260  ხოლო ჩვეულებრივი კალენდარის 365 დღისგან შედგებოდა . რომელშიც თავის მხრივ 18 თვე იყო მოქცეული თითეულ თვე კი 20 სრული  დღის და 5 ნაკიანი დღისგან შედგებოდა. რომელიც ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი. და მათი რიტუალები სწორედ ამ ”დღეების” განმავლობაში ტარდებოდა.

ამ კალენდარს გარკვეული ციკლური ხასიათი ქონდა. ანუ ყოველი 18980 წლის შემდეგ მისი ათვლა თავიდან იწყებოდა. რაც რიტუალური კალენდრის შემთხვევაში წელიწადის 260 დღისა და 73 წლის ნამრავლი გახლდათ ხოლო ჩვეულებრივ კალენდარში 365 დღის და 52 წლის.

ციკლური ხასიათი ქონდა ასევე ძველქართულ კალენდარული ათვლის სისტემა ქორონიკონს  . ქართველები თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ანბანის ასოებს იყენებდნენ რომლებსაც რიცხვითი დანიშნულებაც გააჩნდათ.  ქორონიკონის ციკლი(მოქცევა)532 წლისგან შედგებოდა. შუა საუკუნის ქართველი ასტრონომები ქვეყნიერების შექმნიდან ქსისტეს შობამდე პერიოდს  ათ მოქცევას და 284 წელს ათარიღებდნენ. რაც გრეგორიანული კალენდარული სისტემით 5604 წელს უდრის. ძველი ქართული კალენდრის მიხედვით 2009 წელი მე15 მოქცევის 165-ე ქორონიკონი იქნებოდა.  ხოლო თუ გრიგორიანული კალენდრით გადავთვლით მას სამყაროს დასაბამიდან (კალენდარული სისტემის შემოღებიდან) 7613 წელი გამოდის

აფრიკის და აღმოსავლეთის ქვეყნებში (ერაყი , ლიბია, სირია, ალჟირი, მაროკო, ტუნისი ...) ხმარობენ  მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ კალენდარს ჰიჯრას. რომლის მიხედვითაც წელიწადი შეიცავს 30 და 29 დღე ღამიან 12 თვეს რომელიც 354  დღისგან შედგება. მის ათვლის წერტილად გრეგორიანული კალენდრით 622წლის 24 სექტემბერია მიჩნეული. თარიღი როცა მუჰამედ წინასწარმეტყველი თავის მიმდევრებთან ერთად ქალაქ მექიდან მედინაში გადასახლდა.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალენდარი კი ჩვ.წ 1 საუკუნეს მიეკუთვნება. როცა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით 45 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი 3 წლის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დრე-ღამედ . წელიწადის 12 თვედ დაყოფისას ყოველ თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე-ღამე მოაქციეს.თებერვალში 28 ან 29 (ნაკიანი წელიწადი)ნაკიან წელიწადად ითვლება ის წელიწადი რომლის ნომერი უნაშთოდ იყოფა 4-ზე





პირველი მოწყობილობა კი რომლითაც ადამიანმა დროის შედარებით მცირე მონაკვეთი საათი გაზომა. მზის საათი გახლდათ. მას ჯერ კიდევ ძვ.წ მესამე ათასწლეულში ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ. ამ მოწყობილობას ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფები წრე ციფერბლატი რომელსაც დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა.  მოგვიანებით იყენებდნენ წყლის და ქვიშის საათებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ადამიანს დროის შესახებ საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. სხვადასხვა რელიგიები, სხვადასხვა ფილოსოფოსები სხვადასხვა მეცნიერები. მის რაობას განსხვავებულად ხსნიან.

უძველეს რელიგიებში ვხვდებით  დროის ბორბლის მცნებას. საუბარია ციკლურ დროზე რომელსაც: კრეაცია ,დესტრუქცია და ხელახალი დაბადება ახასიათებს. დრო როგორც ილუზია მიღებული ცნებაა ბუდისტურ აზროვნებაში.

უნივერსალური მოდელი იმის ასახსნელად თუ რა არის დრო არ არსებობს. მას ყველა თავისებურ ახსნას უძებნის.

დრო მატერიის არსებობის ერთ ერთი ძირითადი ფორმაა. აისახება მოვლენათა კანონზომიერ მონაცვლეობაში. ნებისმიერი მოვლენა იკავებს დროის რაღაც შუალედს. მას ვყოფთ სამ ნაწილად. წარსული,აწმყო,მომავალი.

სექსტუს ემპირიკუსი დროის ამ სამ პერიოდს ამგვარად ხსნიდა.: ”წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ არსებობს, ხოლო აწმყო მოუხელთებელი საზღვარია ამ ორ არარსებულს შორის.

ჰერაკლიტე კი დროის ამ ბუნებას შემდეგნაირად ხსნიდა”შეუძლებელია ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ შეხვიდე” ანუ არ არსებობს ორი აბსოლიტურად იდენტური წამიც კი დრო მარადცვალებადი ცნებაა.
იუდაურ კულტურაში დროის განსასაზღვრად ორი სიტყვა გამოიყენება დრო და ჟამი.

დრო-ის გარემო განზომილება რომელშიც მოვლენები ხდებიან.

ჟამი-დროის შუალედი,რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იკავებს. სწორედ ეს ორი სიტყვაა გამოყენებული ძველი აღქმის წიგნ ეკლესიასტეში რომელიც მეფე სოლომონის(1011-932 ჩვ.წ მდე)მიერ არის დაწერილი
  • ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყოველივეს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
  • ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა
  • ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
  • ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
  • ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა . ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა
  • ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა, ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლლანგვისა
  • ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა
  • ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა
  • ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

ნეტარი ავგუსტინე კი დროის შესახებ  ასე წერს. ”თუ არ მკითხავენ ,ვიცი ; თუ მკითხავენ არ ვიცი...

მისი აზრით დრო არაა უსასრულო. იგი დაიწყო სამყაროს შექმნასთან ერთად. ერთადერთი უსასრულო რაობა ღმერთია. დრო სასრულია.სხვადასხვა მეცნიერები დროს ამგვარად ხსნიდნენ

დრო სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილია; მისი ერთ ერთი განზომილებაა. რომელშიც მოვლენები თანმიმდევრულად ხდებიან.
(ნიუტონი)

დრო არაა თავისებური კონტეინერი, სადაც საგნები და მოვლენები მოძრაობენ. არც ისეთი რაობაა რომელიც მიედინება. დრო ინტელექტუალური ცნებაა როგორც სივრცე და რიცხვი. რომელიც ღმერთის მიერ მოვლენათა შედარებისთვის  და განცალკევებისთვისაა მოგონილი. დრო არც მოვლენაა და არც საგანი
(ლაიბნიც კანტი)

დრო  სივრცესთან ერთად  a priori ინტუიციაა , იგი გვეხმარება მგრძნობელობით შეგრძნებებში გარკვევაში. არც დრო არც სივრცე არაა სუბსტანციური- ეს მენტალური ჩარჩოა რომლის ფარგლებშიც ვახდენთ გარკვეული გამოცდილების სტრუქტუირებას.
(ემანუელ კანტი)

ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის ცნებით სცადა დროისთვის მეცნიერული ახსნა მოეძებნა. მან სინათლის სიჩქარის სასრულობა და მუდმუვობა აიღო ძირითად პოსტულატად აღმოაჩინა რომ მოძრავ ათვლით სისტემებში დრო უფრო ნელა მიედინება ვიდრე უძრავში. ასევე ის რომ დრო და სივრცე ერთიანი რეალობის სივრცე-დროის (spice-time ) ნაწილებია. ის იწვევს სხვა სიდიდეების მასის ,ენერგიის ,იმპულსის ძალის ფარდობითობას.

ანუ დავუშვათ რომ ადამიანი რომელიც კოსმიურ მოგზაურობაში წავა. მისთვის დრო გაცილებით ნელა გავა ვიდრე ეს ჩვენთვის დედამიწაზე მყოფი ადამიანებისათვის და იგი აღმოაჩენს რომ იმ 1 წლის მანძილზე რომელიც მან ამ მოგზაურობაში გაატარა დედამიწაზე 30 წელი გავიდა.

მსგავსი იდეა  ჯერ კიდევ  მეხუთე საუკუნის ერთ იაპონურ თქმულებაში გაჟღერდა ახალგაზრდა მეთევზე ურაშიმატა ტაროს( 478-825 ) შესახებ. იგი ჩადის ზღვის ფსკერზე არსებულ სასახლეში და იქ დღის განმავლობაში რჩება. უკანდაბრუნებული კი აღმოაჩენს რომ სამასი წელის წინაა მომავალში. სოფელში იგი უკვე აღარავის ახსოვს. მისი სახლი დანგრეულია ხოლო მისი ოჯახიდან აღარავინაა ცოცხალი.

ასევე დროში მოგზაურობის თემა გვიანი პერიოდის ლიტერატურისთვისაა უცხო. ამ მხრივ კი ჰერბერთ უელსის 1895 წელს გამოსული წიგნი ”დროის მანქანა ” აღსანიშნავი

ამ წიგნის მიხედვით რამდენიმე ფილმია გადაღებული რომლებიც  ”სამყაროთა ომთან” ერთად მეცნიერული ფანტასტიკის კლასიკადაა მიჩნეული.

თანამედროვე მეცნიერები დროში მოგზაურობის შეუძლებლობას იმ არგუმენტით ხსნიან რომ დღეს ჩვენს სამყაროში ვერ ვხვდებით დროით ტურისტებს. ადამიანებს მომავლიდან . რომელთაც დროში მოგზაურობისას ჩვენი დრო აირჩიეს. შეიძლება მან იცის დროში მოგზაურობის რეცეპტი მაგრამ არ იყენებს მას. უფრთხის სამყაროში მძიმე მიზეზ შედეგობრივი  ცვლილების გამოწვევას. თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ისინი ჩვენს შორისაც იყვნენ უბრალოდ ფრთხილად იქცეოდნენ და არ ავლენდნენ თავის ნამდვილ არსს. ან სულაც ეკრძალებოდეთ იმის გამოვლინება  რომ მომავლიდან არიან ჩვენს დროში გადმოსულები.

განსხვავებით დროში მოგზაურობისგან ჩვენ წარსულის შენახვა ვისწავლეთ . რომელიც თავის დროზე ისეთივე წარმოუდგენლად ფანტასტიური ფიქრი და ოცნება იყო როგორც დღეს ”დროის მანქანის”  არსებობის იდეა ითვლება.

მე19 საუკუნეში კერძოდ კი 1839 წელს Louis Daguerre მიერ შექმნილი ფოტოაპარატის ხოლო მოგვიანებით ვიდეო კამერის გამოყენებით.  შეგვიძლია შევინახოთ ის დრო და ჟამი რომლის აქტუალობასაც მომავლისთვის იმ წუთას ვგრძნობთ.

ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი?????



გამოყენებული ლიტერატურა :
სალექციო მასალა ”დროის საიდუმლო” ანდრია როგავა.
www.de.wikipedia.org






ამ ტუტორიალის დახმარებით თქვენ შეძლებთ თქვენივე ბლოგიდან გაავრცელოთ პოსტები თვითერსა და ფეისბუქზე



დღევანდელი  ჩემი ტუტორიალი ძალიან საჭირო და სასარგებლო თემას ეხება. თუ  როგორ გავავრცელოთ ჩვენი პოსტები  ბლოგიდან გაუსვლელად ისეთ სოციალურ ქსელებზე როგორიც ფეისბუქი და თვითერი გახლავთ. ის მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ ამ პროცესს  აღარ დაგჭირდებათ ამისთვის სხვადასხვა საიტებზე ძრომიალი. ლინკების ჩასმა და ყველა ეს მომაბეზრებელი პროცედურა .ყველაფერი თითოეულ პოსტზე არსებულ ღილაკის ერთ დაკლიკვაზე იქნება დამოკიდებული  ამავდროულად თქვენს მკითხველსაც ექნება საშუალება მისი გამოყენებით გაავრცელოს თქვენი პოსტები რაც ბევრად მეტ მკითხველს და ვიზიტორს მოგიტანთ. ეს ყველაფერი კი ძალზედ მარტივ პროცედურას მოითხოვს.  მოკლედ შევუდგეთ საქმეს.


დავიწყოთ ფეისბუქის გაჯეტით.

  • პირველი ეტაპი Dashboard>>>>Layout>>>Edit HTML
  • მეორე ეტაპი იმისათვის რომ დავიზღვიოთ თავი პროცედურის არასწორად ჩატარების შემთხვევაში Template ს არევისგან გადმოვწეროთ იგი  >>>Download Full Template
  • HTML კოდში ვეძებთ შემდეგი სახის ტექსტს




    <b:loop values='data:posts' var='post'>
    მას მიყოლებით ვუსვავთ შემდეგ ტექსტს



    <a name="fb_share" type="icon_link" href="http://www.facebook.com/sharer.php">გაზიარება</a><script src="http://static.ak.fbcdn.net/connect.php/js/FB.Share" type="text/javascript"></script>
    

  • ხოლო შემდეგ კი  ჩავსვავთ თვითერის გაზიარების კოდს



    <script type="text/javascript">
     tweetmeme_url = '<data:post.url/>';
    </script>
    <script type="text/javascript" src="http://tweetmeme.com/i/scripts/button.js"></script>

  • მას შემდეგ რაც სწორ ადგილას ჩავსვამთ ამ კოდს ვიმახსოვრებთ მას>>> Save Template და გადავდივართ ბლოგზე მის სანახავად>>> View Blog
ამრიგად დღეიდან ჩვენს თითოეულ პოსტს სათაურის თავზე ექნება ღილაკები რომლის საშუალებითაც მათი გავრცელება ბევრად გაგვიადვილდება.და ეს პროცესი ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდება 


გისურვებთ წარმატებებს კოდის ჩასმის პროცესში და ბევრ მოზიდულ ვიზიტორს ამ იკონკის დახმარებით

ნიკოლაუსობა გოეთეს ინსტიტუტში



დღეს გოეთეს ინსტიტუტში  გაიმართა ნიკოლაუსობის დღესთან დაკავშირებული წვეულება. ეს  გერმანელებისთვის ერთ ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. წმინდა ნიკოლოზის დღე რომელიც სიმბოლურად დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენს მეკვლეობას, ბედობას .

ძალიან მხიარული საღამო იყო. არც ისე ხალხმრავალი. ბევრი ნაცნობი ირეოდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

სასიამოვნო ენერგიული მუსიკა უკრავდა  . ჯგუფს თუ არ ვცდები Pub ერქვა. ქართულ- გერმანული ბენდია . გერმანელი სოლისტმა ქართველი გოგონები აღაფრთოვანა .  :)

გლუვაინი( ერთგვარი ცხელი წითელი ღვინო სხვადასხვა სუნელებით ) და ბრეცელები მივირთვი. ძალიან მიყვარს ეს სასმელი . რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება .


გაიმართა ვიქტორინა და სახალისო თამაშები ვიქტორინაში გერმანელ ნობელიანტებზე დასმულ კითხვაზე სწორი პასუხის გამო წიგნები მოვიგე  ერთი Hueber ლექსიკონია მეორე  Daniel Kehlmann ის რომანი სახელწოდებით Die vermessung der Welt ახალგაზრდა გერმანელი მწერალია რომელიც 1975 წელსაა დაბადებული და საკმაო პოპულარობით სარგებლობს მისი წიგნები. არ ვიცი დავაჭაშნიკებ და ვნახავ როგორი მწერალია დანიელი როგორც ამბობენ ის თანამედროვე გერმაული მწერლობის ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელი არისო   . გერმანულად წიგნი ჯერ არ წამიკითხავს  და ვნახოთ რამდენად გავართმევ თავს.


 


ნიკოლაუსობა საკმაოდ მხიარული დღესასწაულია  რამდენადაც ვიცი გერმანიაში ამ დღეს  იმართება აღლუმები სადაც  ჩვენი ქართული თოვლის ბაბუის მსგავსი ნიკოლაუსები დადიან 7  თუ ექსვ ჯუჯასთან ერთად და ბავშვებს ტკბილეულს და საჩუქრებს ურიგებენ.

იმედია უახლოეს წლებში ამ დღესასწაულის პერიოდში გერმანიაში მოვხვდები  და ბევრად უფრო მაშტაბურ ფესთს დავესწრები. რომელშიც მთელი ქალაქი იღებს  მონაწილეობას.

 რაღაცნაირი დადებითი საახალწლო განწყობა შემექმნა.  საჩუქრებმაც ძალიან გამახარა :)

და გადავწყვიტე რომ გერმანულის სწავლა გავაგრძელო. რატომღაც თავს ვიკავებდი დრო არ მაქვს თქო. მაგრამ გოეთეს ინსტიტუტში ისეთი სასიამოვნო გარემოა ამისთვის დროს ნამდვილად გამოვნახავ. თან სამომავლო გეგმებისთვის გერმანულის უკეთ ცოდნა ნამდვილად გამომადგება.


თანადგომა სამხატრო აკადემიის სტუდენტებს

განათლების რეფორმა. საინტერესო სიტყვათა ერთობლიობაა. სამწუხაროდ ეს სიტყვები არ ეხება მთელ რიგ  ქართულ უმაღლესი განათლების დაწესებულებას. იქ დღემდე საბჭოთა მეთოდებით მიდის როგორც სასწავლებელში ჩარიცხვა ასევე შემდგომი სწავლება.

ერთ ერთ მსგავს განათლების კერას სამხატვრო აკადემია წარმოადგენს. რომელიც 21 ე საუკუნეში ლენინის პორტრეტების მხატვრებს უფრო ზრდის ვიდრე თანამედროვე ხელოვანთ რომლებთაც ისედაც ძალიან დიდ კონკურენტულ გარემოში უნდა მოუხდეთ თავის დამკვიდრება და მსგავსი განათლებით მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის იქით არა მგონია ვინმე წავიდეს.

პირადად ჩემი ბავშვობის ოცნებაც ამ სასწავლებელს უკავშირდებოდა.  საგამოცდო პერიოდში კი ისეთ დარღვევებს წავაყდი  პირველივე ურთიერთობა სასამართლოს მეშვეობით დავამყარე.  გიკვირთ არა როგორ შეიძლება აბიტურიენტს სამჯერ გადაუსწორონ ქულა და მეოთხედ მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგის შემდეგ ჩაირიცხოს. ასეთ რამდენიმე ათეულ მაგალითს წავაწყდი . ფარულად ბევრი მშობელი გვეუბნებოდა რომ ფული გადაახდევინეს და მას შემდეგ მიიღეს ჩარიცხვის გარანტია და ჩვენც იგივეს გვირჩევდა. ჩვენ სამართლის გზა ვარჩიეთ მაგრამ ბოლომდე არც ეს გზა აღმოჩნდა სწორი რადგანაც ყველას ყველაფერი შერჩა .

ბატონი გია  დიდად  არც გამოცდების ეროვნული ცენტრის მოტყუებას მოერიდა. მან  ჩარიცხვების პერიოდში სრულად არ გადაუგზავნა ცენტრს მისი აბიტურიენტების სია და მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს ამბავი რაც ჩარიცხვები განხორციელდა დაგვეკარგა ერთი ფურცელი და თავიდან გამოგიგზავნითო. მაია მიმინოშვილთანაც ვიყავით რომელიც თავის მხრივ გაოცებული იყო აკადემიის ლექტორის ამ ქმედებით.

მოკლედ კოშმარული ზაფხული გავატარე და საბოლოოდ მაინც სხვა სასწავლებელში მოვხვდი . რომელშიც მართალია მსგავსი ფაქტები არ ხდება. სასწავლებლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად სტუდენტზეა ორიენტირებული და ცოდნასაც საკმაოდ კარგს გვაძლევს თუმცა მაინც ხშირად მგონია რომ აქ ჩემი ადგილი არ არის.

დღეს რუსთავი2-ზე სიუჟეტს ვუყურე სამხატვრო აკადემიის სტუდენტების აქციის შესახებ რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სწავლებას ითხოვენ . თავისუფლებას ითხოვენ და ხელოვნებას ჩარჩოების გარეშე. მოკლედ საშინლად გამიჩნდა მათი თანადგომის სურვილი და მათსავით ყვითელი ლენტით სიარულის. განსხვავებით ბევრი პიონერისგან რომლებიც მრავლად მოიძებნებიან როგორც აკადემიის სტუდკავშირში ისე რიგით სტუდენტთა შორის. ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი სწავლობს იქ და მესმის მათი.

ნუთუ შეიძლება ოთხი წლის მანძილზე მომავალმა მხატვარმა მხოლოდ ნატურმორტი ხატოს . რაც რეალურად ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზეც ისახება და  ჩანჩქერის ფონზე დახატული გედების იქით ვეღარ მიდის.

ნუთუ შეიძლება დღემდე კორუფციის საშუალებით ხდებოდეს ამ სასწავლებელში ჩარიცხვა.

ნუთუ შეიძლება ერთი ადამიანის კაპრიზებზე იყოს დამოკიდებული ლექტორების მირება გაშვების ამბავი. 


ნუთუ შეიძლება დღემდე ცეკას ხელოვნები იყვნენ მოკალათებულნი და ქართველ ახალგაზრდობის ყველაზე თავისუფალ ნაწილს სოც რეალობისთვისაც კი კიჩურ ხელოვნებას ასწავლიდნენ .

განათლების რეფორმის თვალსაჩინო ნიმუშად შეგიძლიათ ჩათვალოთ ეს სასწავლებელი რომელიც (სხვადასხვა მიზეზების გამო) მართალია არც არასდროს ყოფილა თანამედროვე ხელოვნების კერა(იმ მხატვრებს რომლებიც მეტ ნაკლებად ცნობინლები არიან ან სხვა სკოლა აქვთ გავლილი ან სულ არ აქვთ დამთავრებული ეს სასწავლებელი)  თუმცა ასე თუ გაგრძელდა ვერც ვერასოდეს გახდება და მხოლოდ სოც რეალიზმისთვის შესაშური ოსტატობის ”მხატვრების” ინკუბატორი იქნება . ჩვენ კი კიდევ დიდხანს მოგვიწევს მხოლოდ ფიროსმანის იმედად  ყოფნა.

თუ გვსურს მსგავსი ხელოვნება კი ბატონო  ყავდეს ამ სასწავლებელს ლენინივით უალტერნატიოდ ერთხმად არჩეული რექტორი რომელმაც ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში საპირფარეშოების პრობლემაც ვერ გადაჭრა და დღემდე გოგონებს და ბიჭებს მორიგეობით უწევთ საერთო საპირფარეშოში შესვლა რომელშიც საშინელი ანტისანიტარია სუფევს (ყოველ შემთხვევაში ბოლოს რომ ვიყავი მსგავსი მდგომარეობა იყო)

თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ სტუდენტს რომლებმაც ხმა ამოიღეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ  ხოლო მათ ვისაც ამისთვის გამბედაობა არ ყოფნით თანაგრძნობას ვუცხადებ.

სიუჟეტი იყო კიდევ საოცარი მართლაც შესაშური მაგალითი საბჭოთა  პროპაგანდისა პათოსი ამგვარი გახლდათ  ”ვინ გვაეცხვენს” როგორ უბედავენ ამხელა ”გენიას” ასე მოქცევას :)))) . ასეთ სიუჟეტებზე დგას დღეს  რუსთავი ორი .


ახალი მედია-ახალი სარეკლამო ბაზარი ქართული ბიზნესისთვის

ახალი მედია რეკლამის გავრცელების ახალი საშუალებაა. ის დღითი დღე მზარდ ბაზრად ყალიბდება.  ადამიანები ყოველდღიურად ბევრად უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ  იმ საიტებიდან მიღებული ინფორმაციას სადაც თავისუფალი დროის დიდ აწილს ატარებენ.

ბლოგები facebook Twitter ეს ინფორმაციის მიღება გაცემის ახალი საშუალებებია.რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს . საქართველოშიც თანდათან მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტში ყოფნისას დიდ დროს უთმობს ამ საიტებიდან მიღებულ ინფორმაციებს.

რთულია იმის ახსნა თუ რატომ არ ებმებიან ამ ინფორმაციულ ჯაჭვში ქართული კომპანიები  და მათ როგორც  საკუთარი პროდუქციის შესახებ საზოგადოებისთვის  ინფორმაციის მისაწოდებელ საშუალებად არ აღიქვამენ.. ეს  მათთვის მინიმალური დანახარჯის ფასად 1000 ობით ადამიანისთვის მიწვდენილი  ხმა იქნებოდა.

სოციალური მედიის ე.წ ახალი მედიის ჯაჭვში ინფორმაციის მთავარი გამცემი ბლოგერები არიან. სწორედ ამ მიზეზის გამო განსაკუთრებულად ეფექტური  მათი როგორც სარეკლამო აგენტების დაქირავება იქნებოდა რადგანაც. 

თითეულ მათგანს ყავს საკუთარი ერთგული მკითხველი რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობს მათ საიტებს  . ენდობა მათ  და იყენებს მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას  მაგ: სავიზიტო ბარათის შეკვეთის სურვილის შემთხვევაში თუ რა გზა ურჩია მათ ბლოგერმა.

ბლოგერები წერენ პირველ პირში, რაც დადებითად განაწყობს მკითხველს, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას საკუთარ თავს გადამხდარი მოვლენების შესახებ. და არ ყვებიან მხოლოდ მშრალ ფაქტებს. მათ შეუძლიათ დეტალურად აუხსნან მკითხველს კონკრეტული პროდუქტის მიღების გზა და ამ ყველაფერს შეიძლება ფარული რეკლამის სახეც ქონდეს რაც ბევრად უფრო  ეფექტურია ვიდრე ღიად გაცხადებული რეკლამა.

მაგ: ქართული ბლოგების 90% პერსონალური ბლოგებისგან  შედგება. ისინი ყოველდღიურად ყვებიან საკუთარი ცხოვრების დეტალებს.  რომ იყიდეს ახალი ტანსაცმელი გაიკეთეს ახალი ვარცხნილობა იყვნენ რომელიმე ღონისძიებაზე და მკითხველს უზიარებენ საკუთარ ემოციებს.  თუ ამგვარ ინფორმაციას გამოიყენებთ  საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის და მათ  სარეკლამო პოსტების დაწერას დაუკვეთავთ ისინი საკუთარ მაგალითზე დაწერენ ამ კომპანიის მომსახურების ხარისხზე თუ რა ტიპის მომსახურებას გვთავაზობს ის რა ფასად შეიძლება მივიღოთ ეს პროდუქტი რამდენად კმაყოფილია ნაყიდი პროდუქციით დაურთავენ  თუნდაც სამოყვარულო დონეზე გადაღებული  ფოტო თუ ვიდეომასალას. (ბლოგერები არ არიან  პროფესიონალი ჟურნალისტები და არც ფოტო თუ ვიეო ოპერატორები ისინი ისეთივე ტიპის ადამიანები არიან როგორც მათი მკითველი და სწორედ ეს უშუალობა განაპირობებს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას.)მოკლედ მათ აქვთ ძალა დადებითად განაწყონ თქვენს მიმართ  მომხმარებელი.  მსგავსი რეკლამა   ბევრად იაფია ტრადიციული მედიასაშუალებებით გაკეთებულ რეკლამასთან შედარებით . იმისთვის რომ მათ დაუკავშირდეთ თითეულ მათგანს მეილ მისამართი აქვთ მითითებული საკუთარ საიტებზე.

რეკლამის გავრცელების  შემდეგი აბსოლიტურად უფასო საშუალება გახლავთ Twitter სადაც შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტიპის მესიჯები გზავნოთ საკუთარი კომპანიის შესახებ.

ასევე facebook სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ და მოიწვიოთ ხალხი თქვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. შექმნათ თქვენი კომპანიის საფანო გვერდები და მსგავსი ფორმით მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ.და რაც მთავარია უფასოდ!!!!!.  მისი ეფექტურობა მხოლოდ  ამ მიმართულებით თქვენს სწორ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული

თქვენი პროდუქციის სოციალური მედიის აგენტის შერჩევისას გაითვალისწინეთ რომ ეს საქმე პროფესიონალს (ადამიანს რომლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს ეს საიტები) ანდოთ რომელსაც ეცოდინება სწორი ფორმა მსგავსი რეკლამის გავრცელების და სპამერობით(უადგილო ადგილას დადებული სარეკმო ლინკებით თუ ტექსტები ზედმეტად ხშირი შეტყობინებები ფოსტაში) არ გააღიზიანებს თქვენს მომხმარებელს .ასეთებს კი სწორედ ქართველი ბლოგერები წარმოადგენენ.

სიტყვის თავისუფლება და ახალი მედია

Freedomhouse -ის მონაცემებით საქართველო სიტყვის თავისუფლების მხრივ ნახევრად თავისუფალ ქვეყნების სიაში შედის. რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ პირზე ღია ბოქლომები გვადევს რომლის გასაღები სოდის კუდის და სხვა მერაბიშვილური ორგანიზაციების ხელშია და თუ სჭირდებათ ყველანაირი ხერხებით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას.

შანტაჟი მუქარა. საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სახის სტიგმების გამოყენებით მათი ხელწერის ჩვეული მანერაა.  

ამჯერად მსგავსი პრობლემა გაზეთ” ბათუმელების” საგამოძიებო მიმართულების ჟურნალისტებს შეექმნათ. რომელთა სტატიებიც ხშირ შემთხვევაში უხერხულ სიტვაციაში აყენებდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხშირად სკანდალური და სახელმწიფო ტელევიზიების მიერ მიჩუმათებული იყო.




დღეს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანთან ბათუმელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდა ყველა ის ადამიანი ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მხოლოდ ლამაზ სიტყვებთან არ ასოცირდება და ის მათი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.

ქართველმა ბლოგერებმაც გამოვუცხადეთ თანადგომა გაზეთ ”ბათუმელებს” რადგანაც მიგვაჩნია რომ თუ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები მომრავლდება და მათზე ხმას არავინ  ამოიღებს ის თითეული ჩვენგანის პრობლემა შეიძლება გახდეს.

ჩვენი მიზანი სიტყვის თავისუფლების ოაზისის შექმნაა ქართულ ბლოგ სივრცეში. რომელიც არავის ცენზურას არ დაექვემდებარება.

დღეს კი ამაზე გზა გაზეთ ბათუმელების მხარდაჭერაზე გადის. რომელის ჩართულობა ახალი მედიის საშუალებებში ბევრისთვის მისაბაძი უნდა იყოს .  ის თავისუფალი სიტყვის ფლაგმანია საქართველოში.

მე ვარ ”ბათუმელები” შენ?????



რატომ უნდა გავხდეთ ბლოგერი

საქართველოში ახალი მედია  ჯერ ჩანასახოვან ეტაპზეა. ამ ყველაფერს დახვეწა და განვითარება სჭირდება. ამისთვის პირველ რიგში ინფორმაციის მიტანაა საჭირო  ადრესატამდე, მკითხველამდე .თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.  მიმაჩნია რომ საქართველოში ინტერნეტის სწორად გამოყენების კულტურა არ არსებობს. ჩვენ არ ვცდილობთ ინფორმაცია მოვიძიოთ ან გავცეთ კომპიუტერის საშუალებით არამედ მას მხოლოდ გასართობ მოწყობილობად აღვიქვამთ . არადა ის ამ მიმართულებით ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს.  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელევიზიის როლი ინფორმაციის მიღებისთვის მეტწილად კომპიუტერმა და ახალი მედიის საიტებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოც მართალია ნელი ნაბიჯებით თუმცა თანდათან ამ გზით მიდის. მრავალი ქართველი ბლოგერი ეხლა იკიდებს ფეხს  ისინი დღითი დღე ბევრად უფრო  წაკითხვადნი ხდებიან .თანდათან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აქტუალური ხდება.

საჭიროდ ჩავთვალე რომ დღევანდელ პოსტში მესაუბრა თუ ვინ არის ბლოგერი რა შრომა უწევს მას ქართულ რეალობაში და რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ბლოგის წარმოებამ.

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო რომ ახალი მედიის საშუალებით ინფორმაციის მიღაბა გაცემის პროცესში თავად ხარ ჩართული .  მარტივად რომ ავხსნა, თქვენ ბებიაჩემის მსგავსად საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ არ ემშვიდობებით წამყვანს რომელიც თავის მხრივ პასუხსაც ვერ გაგაგონებს .  ახალი მედიის საშუალებით მოწოდებულ ინფორმაციისას კი   თავად შეგიძლიათ წამოიწყოთ ან ჩაერთოთ შემდგომ დისკუსიაში რომელშიც თავის მხრივ ავტორიც მონაწილეობს.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ინფორმაციის გამცემი. არ არის აუცილებელი რომ მაინდამაინც პოლიტიკური ნიუსების ტიპის ინფორმაციას გასცემდეთ.რომლის მოპოვებაზე შეიძლება ხელი არ მიგიწვდებოდეთ.არამედ შეუზღუდავი თემატიკიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მის შესახებ დაიწყეთ წერა. მაგ: თქვენს კატაზე რომელიც ძალიან გიყვართ მერწმუნეთ 2 თვეში ის ნახევარ საქართველოს ეყვარება :)

ახალი მედიის საშუალებით ინფორმაცია ბევრად უფრო ლოკალურ სახეს იღებს. ის ბევრად უფრო კონკრეტული თემების გარშემო გვაწვდის ინფორმაციას. და ვიღებთ მხოლოდ მას რომელიც გვაინტერესებს და გვჭირდება. ანუ თუ თქვენ გსურთ ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ არ გიწევთ ამისთვის საინფორმაციო საშუალების თავიდან ბოლომდე ყურება არამედ შედიხართ იმ ბლოგზე ან იუთუბის არხზე  სადაც მხოლოდ ფეხბურთის შესახებაა ინფორმაცია(ასეთი ბლოგი საქართველოში არ არსებობს. თქვენ თავად შეგიძლიათ შექმნათ ის)

ამავდროულად ბლოგები დაგეხმარებათ თქვენივე პროფესიის და ინტერესების ადამიანების მოძიებაში მთელი მსოფლიოდან .  რაც შესაძლოა საინტერესო კონტაქტებისა და შემოთავაზეების საწინდარი გახდეს.

ამისთვის კი მხოლოდ სურვილი და ენთუზიზმი გჭირდებათ :) ანუ სანამ სხვადასხვა სახის შემოთავაზებებს მიიღებთ  თქვენ უფასოდ მოგიწევთ წერა :) თუმცა მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ეს ის სფეროა რომელიც მრავალი ადამიანისთვის სოლიდური შემოსავლების წყარო გახდა.

პოსტის (სტატიის) საწერად კი მე საშუალოდ  საათ ნახევარი ორი საათი მჭირდება. საწერ თემას ყოველთვის წინასწარ ვფიქრობ. ”გონებრივი იერიში”ს (ეს არის მეთოდი როდესაც კონკრეტული სიტყვის, აზრის, თემის გაშლას სხვადასხვა მისგან გამომდინარე თემებად ახერხებ. შედეგად კი ერთის ნაცვლად 15-20 სათაურს იღებ რომელთაგან საუკეთესოები შეგიძლიათ განავრცოთ და პოსტებად აქციოთ) გამოყენებით თითქმის ერთი თვის მასალა მიგროვდება :) არც ისაა აუცილებელი რომ ყოველ დღე წეროთ 2-3 დღეში ერთი პოსტიც დასაშვებია.

საიტებზე დარეგისტრირება 5 წუთიანი პროცედურაა  რომელიც ამ ტუტორიალის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ. ეს კი ფორუმზე გახსნილი თემაა ბლოგინგის შესახებ 

არჩევანი  blogger.com სა და wordpress.com ს შორის გაქვთ(არსებობს სხვა საიტებიც თუმცა მათ საქართველოში ნაკლებად იყენებენ) რომელთა შორის თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს და მხოლოდ გემოვნების ამბავია.

რატომ წერენ ენთუზიაზმზე ქართველი ბლოგერები და რატომ არ იყენებს ქართული ბიზნესი სოციოალური მედიი ძალას

დღევანდელი პოსტის თემადაც ახალი მედია , ავირჩიე. ეს დღეები საკმაოდ ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე . ვფიქრობ  როგორც საკუთარ ბლოგზე,  ისე ამ სფეროს სამომავლო გამოყენების ფორმებზე. გამოვიწერე ამ თემაზე შექმნილი უცხოური ბლოგები და რამდენიმე საინტერესო სტატიაც წავიკითხე. მათ შორის problogger.net ის სტატია თუ როგორ დაიწყო მან 4 წლის წინ ბლოგინგი რა გზა გაიარა და როგორ გახდა პოპულარული. ყველა ეს ბლოგი გამოირჩევა იმით რომ ისინი უფასოდ არაფერს აკეთებენ. მათ ბლოგინგის საშუალებით საკმაოდ სერიოზული შემოსავალი აქვთ და ისინი ამას სამსახურს ეძახიან. მათ საიტებზე იდება სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერები. მათ ჟურნალისტების მსგავსად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე. ისინი საკუთარ ბლოგებზე განთავსებული ირიბი თუ პირდაპირი რეკლამისგან მიღებული თანხებით ახერხებენ იმას რომ წარმატებული ადამიანები ერქვათ.

ბლოგერებს საქართველოში ყველა მოცლილ ახალგაზრდებად თვლიან რომლებიც მოცალეობის ჟამს საკუთარ თეთრეულს ამზეურებენ და ურცხვად პირადულ პოსტებს წერენ.  თემატური ბლოგების ნაკლებობას განიცდიან და უკვირთ პოლიტიკაზე რატომ არ ვჭორაობთ.

ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც არის ქართული ბლოგოსფერო ასე მკვეთრად პირადი დღიურის ფორმის არის ის რომ  დღეს საქართველოში ბლოგერებს არავინ უკვეთავს მაგ: კინოთეატრი რუსთაველი ფილმ 2012 შესახებ სტატიის დაბეჭვდას და ამას ჩვენ მხოლოდ  საკუთარი სურვილით ვაკეთებთ (ნუ რატომ ვაკეთებთ რთული ამბავია რაგდან უფასოდ გაკეთებული  რეკლამა არა მგონია ქართველ ბლოგერებს წინსვლაში დაეხმაროს). მათთვის ჯერ კიდევ უცხო საშუალებაა ბლოგერთა ჩართვა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის. არც დიდად სარეკლამო ბანერები ჩანს ჩვენს ბლოგებზე.

კი მართალია რომ ჩვენ ყოველდღიურად 1000 ობით ადამიანი არ გვკითხულობს (რაც ზოგადად საქართველოში  კომპიუტერთან თქვენობითი ფორმით ურთიერთობის შედეგი უფროა ვიდრე კონკრეტული ქართველი ბლოგერების, რომელთა დიდი უმეტესობა ბევრად უფრო გამართულად წერს ვიდრე დიპლომიანი მედიის პროფესიონალები.არამედ იმის რომ  საქართველოში კომპიუტერს მხოლოდ გასართობ საშუალებად აღიქვამენ და მისით ინფორმაციის მიღება ცოტას თუ მოსდის აზრად.) მაგრამ ჩვენ ხომ მუდმივი და ერთგული მკითხველი გვყავს ისინი ქვეცნობიერად მაგრამ მაინც ექცევიან ჩვენი აზრების ზეგავლენის ქვეშ და მათთვის ჩვენს მიერ კარგად მიწოდებული რეკლამა გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე სრულიად უადგილო  მაღალრეიტინგულ გასართობ საიტზე განთავსებული სარეკლამო ბანერი რომელიც უბრალოდ თვალში გხვდება და მეტი თითქმის არაფერი.

ასევე ჩართულობის დონეც საკმაოდ დაბალია 250 დარეგისტრირებული  ბლოგი რომელთაგან მხოლოდ 30% ია მოქმედი  საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია .

საჭიროა ინფორმაციის ბევრად უკეთ გავრცელება დაინტერესება ადამიანების და მათი რუსული სოც ქსელებიდან გადმობირება. (ფეისბუქზე რომელიც სამწუხაროდ ნაკურთხი არაა )

პირადად მე ახალ მედიასთან ურთიერთობა  მას შემდეგ დავიწყე რაც ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ინფორმატიკის შესავალ კურსზე ერთი სემესტრი სოციალურ ქსელებს ეთმობოდა. ბლოგინგი გაცილებით ადრე დავიწყე ამიტომ ლექტორის ნებართვით მე  ვისაუბრე იმ დღეს ბლოგგერის ფუნქციებზე და ბლოგის  მნიშვნელობაზე.  დღესაც სიამოვნებით გავაკეთებ ამას თუ ამით დაინტერესდებიან  :)

რაც მეტი ბლოგი იქნება მით მეტი კონკურენცია იქნება რაც შედეგად ბევრად უფრო თემატურ და შინაარსიანი ბლოგების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. ამისთვის კი უბრალოდ კარგი მაგალითებია საჭირო. ასე რომ გამოიყენეთ სოციალური მედიის ძალა თქვენივე კეთილდღეობისთვის(ძვირფასო ბიზნესმენებო და არა მარტო ბიზნესმენებო)  :)

ჟურნალი ლიბერალი და ”თვითერის რევოლუცია” ანუ ყველაფერი ახალი მედიის შესახებ

”ახალი მედია” საქართველოში ჯერ კიდევ უცხო და ახალი ხილია. დღევანდელი პოსტის დაწერის იდეა ჟურნალ ლიბერალის #13 ნომერში დაწერილმა სტატიამ ”საქართველოში ”თვითერის რევოლუცია ჯერ შორსაა ” (გვ44-45) მომცა. მეტწილად ჩემმა სტატიის ავტორისგან  განსხვავებულმა ხედვამ ბლოგოსფეროსა და ზოგადად ახალ მედიაზე.
რომელიც ძირითადად შემდეგი საიტებისგან შედგება :
  • Twitter(საიტი სადაც უზიარებ შენს მესიჯებს გარესამყაროს) 
  • facebook(მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი)   
  • blogger( ყველაზე მარტივი დახვეწილი და ადვილად მოსახმარი ბლოგ საიტი )
  • wordpress(ბლოგ საიტი) 
  • youtube(ვიდეოპორტალი) 
 ყველა ამ საიტის პლიუსი გახლავთ ის რომ ისინი უფასო სერვისებია, დარეგისტრირება ძალზედ მარტივია. ხარ უშუალო შემქმნელი და თანამონაწილე ინფორმაციის მიღება გავრცელებისას..  გაქვს საშუალება დააფიქსირო შენი საკუთარი აზრი წამოიწყო ან თავად ჩაერთო სხვადასხვა თემატიკის დისკუსიაში. არ გყავს ცენზორი ,შენ მხოლოდ შენს შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გამოიყენებ თავისუფალი სიტყვის ამ ოაზისს.

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია , ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ   საინფორმაციო საშუალებად, ვერ აღიქვამს ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის(CRRC)მონაცემებით ასეთნი მხოლოდ 3% შადგენენ..

უახლოესი წლების მსოფლიო ტენდენცია კი, ტელევიზიის როგორც საინფორმაციო საშუალების  პოპულარობის კლება და მისი  ახალი ინტერნეტ მედიით ჩანაცვლებაა.

ჩვენთან სოციალური ქსელები მეტწილად  სასურველი გოგოს (ბიჭის) შებმის ადგილებია. უკეთეს შემთხვევაში კი  გაცნობა დაოჯახების ფუნქციასაც ითავსებენ. (ამ სეგმენტში   უდაო ლიდერობას რუსული სოციალური ქსელები არავის უთმობენ. )

მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში კი ახალ მედიას  თავისუფალი სიტყვის გავრცელების  საშუალებად იყენებენ. ის ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროა. მისგან მიღებული ინფორმაციას შეიძლება პროფესიული თვალსაზრისით დაუხვეწავი იყოს მაგრამ იგი ბევრად უფრო გულწრფელია. ინფორმაციას მოგითხრობს შენივე მსგავსი ადამიანი  რომელსაც არანაირი ამბიცია არ აქვს იხელმძღვანელოს გადაპრანჭული ჟურნალისტური სტანდარტებით . მისი ცენზორი მხოლოდ საკუთარი თავია და იგი უანგაროდ წერს და აქვეყნებს იმას რასაც ხედავს და ფიქრობს. ინფორმაცია ბევრად უფრო ლოკალური და მრავალფეროვანია. მაგალითად შეუძლებელია ტელე სივრცეში მოიძიო არხი სადაც მხოლოდ კატების შესახებ  იქნება მოთხრობილი, ბლოგ სივრცეში კი ასეთნი მრავლად მოიძებნებიან .

პირადად მე ერთი წელია  მედიის ისეთ საშუალებებს როგორიც ჟურნალები გაზეთები და თვით შავი ყუთი ზედმეტსახელად ”ტელევიზორი”ა (მეტ-ნაკლებად) აღარ ვიყენებ. მიუხედავად ამისა არ ვთვლი რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. პირიქით ხშირად ამ ინფორმაციის გავრცელების ეპიცენტრშიც აღმოვჩნდები ხოლმე. ბანალური მაგალითია მაგრამ twetter-ის საშუალებით 10 წუთში გაიგეს მისმა მომხმარებლებმა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან მისი სიკვდილის  ამბავი.

მართალია ქართული ბლოგ სფერო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია . უმეტესი ბლოგები სულ 5- 6 თვის წინ შეიქმნა. თუმცა ის მეტწილად პასუხობს იმ მოთხოვნას რაც საზოგადოებაშია და საზოგადოებაში როგორც კი სხვა მოთხოვნები გაჩნდება ის სწორედ ამ მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული..ამჟამად   ის სრულიად ”ანტიტელევიზორი” მოვლენაა . პოლიტიკისგან თითქმის სრულიად თავისუფალი რაც მის ერთ ერთ დიდი პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს.  ანალიტიკური,  პოსტებიც ნაკლებად იწერება რაც ქართველ ბლოგერთა ასაკის ბრალი უფროა ვიდრე მათი ცოდნის ან როგორც ბევრს გონია უნიჭობის .

მათი ასაკი 16 დან 30 წლამდე მერყეობს .

ყველაზე მეტი მკითხველი რეალითი ბლოგებს ყავს. რისი მიზეზიც რუსთავი ორის რეალითი შოუების ჯგუფის უფუქციობაა. რადგანაც ქართულ ტელესივრცეში არ გადის არც ერთი რეალითი პროექტი გარდა უნიჭობის და უგემოვნობის ზეიმ ჯეოსტარისა. ამ ტიპის პროდუქტზე კი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია..  შედეგად ქართული ბლოგები ცდილობენ ამ დეფიციტის ამოვსებას. .პირადად მეც ხშირად სიამოვნებით, ხოლო ხშირად ასევე რეიტინგისთვის ვცდილობ მსგავსი შინაარსის პოსტები დავწერო სადაც დაწყებული დილით კბილების გამოხეხვის რიტუალიდან დამთავრებული ღამით ბალიშზე თავის დადებამდე ვყვები თუ რა როგორ გავაკეთე რას ვფიქრობდი ვგრძნობდი და ასე შემდეგ.

პირადად მე მირჩევნია რომ ჩემს ბლოგში ჭარბობდეს ისეთი პოსტები სადაც კონკრეტული კულტურული ღონისძიების ფილმის გამოფენის შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებზე დავწერდი. და ეს მათთვის მინიმუმ 500 ადამიანისთვის მიწვდენილი ხმა იქნებოდა .სამწუხაროდ  ჩემს მეილზე  თითქმის არ მოდის შეტყობინებები სადაც მსგავს მოსაწვევებს გამომიგზავნიდნენ, ისევე როგორც ჟურნალ ”ჭოპორტის პამიდვრის  ” ”ჟურნალისტებს” უგზავნიან რომლის მკითხველი ხშირ შემთხვევაში დიდად არ აღემატება ჩემი ბლოგის ყოველდღიური ვიზიტორების რიცხვს.

უფასოდ საკუთარი სურვილით რამდენჯერმე ვცადე ეს და კინოთიატრ რუსთაველში ნანახ ფილმებზე პოსტები ჩემი ინიციატივით დავწერე რომელიც საშუალოდ 2 კვირის მანძილზე ერთ ერთი ყველაზე რეიტინგული პოსტები იყო და დაახლოებიტ 700 მა ადამიანმა წაიკითხა კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ მათ ნაწილს გავუღვიძე ფილმის ნახვის სურვილი .. თუმცა ხშირად გიჩნდება კითხვა რატომ უნდა გაუკეთო რეკლამა სხვას უფასოდ სანაცვლოდ უფასო ბილეთსაც თუ არ იღებ.?????????

ასე რომ დავუბრუნდეთ თავში ნახსენებ სტატიას ჟურნალ ლიბერალიდან. სადაც შემდეგი სიტყვებია მოყვანილი

”ქართული ბლოგოსფერო რომელიც ახალი მედიის სხვა საშუალებებთან ერთად ეხლა ვითარდებადა არც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მას ინფორმაციის მიწოდებისა და ანალიზის ნაცვლად,პირადი დღიურების სახე აქვს”.
დიახ უფასოდ მხოლოდ დღიურებს წერენ ადამიანები. და თქვენს მიერ ნახსენებ საინტერესო ბლოგერებს ხშირ შემთხვევაში ირიბი თუ პირდაპირი რეკლამის სახით საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვთ. იმისათვის რომ ეს სფერო საქართველოში განვითარდეს საჭიროა მისით დაინტერესება. რისი პირველი მაგალითიც მთაწმინდის პარკში გამართული ”ახალი მედიის ფორუმი” იყო. მე ვგრძნობ ამ ფორუმის შემდეგ გარკვეულ ცვლილებებს როგორც საკუთარ ასევე სხვათა ბლოგებზე. თუ მსგავს ღონისძიებებს სისტემატიური ხასიათი ექნება და ასევე გარკვეული ადამიანები დაინტერესდებიან მათ პროდუქციიის რეკლამირებისთვის ბლოგერები როგორც ინფორმაციის გამავრცელებლები დაიხმარომ ახლო მომავალში ქართულ ბლოგ სფეროსაც სწორედ ისეთივე სახე ექნება როგორიც ეს განვითარებულ სამყაროშია.

კიდევ ერთი დეტალი რომელიც ნამდვილად არაფერში მჭირდება ეს ირანელი აზერბაიჯანული ყირგიზული ყაზახური რუსული და ჩრდილო კორეული მაგალითებია იმის ასახსნელად  თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ქვეყნებში ახალ მედიის არსებობას.

ეს მათ იცოდნენ და მომავალში ალბათ გამოადგებათ ”თვითერის რევოლუციის” მოსაწყობად .  მე კი ეს გზა ტელერევოლუციის სახით უკვე გავიარე .....